პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
249 03 ივნისი 2025, 18:19
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ჟერონ კლიკს და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ენდრიუ ჯუელის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი როლი განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმას, რომელიც IMF-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საუბარი შეეხო ქვეყნის პროგრესს ბაზრის დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო კავშირების გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებებით.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს IMF-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ფონდის პროგნოზებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგნოზებს შეესაბამება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლებიც საქართველოში IMF-ის „მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ მისიის ფარგლებში იმყოფებიან, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფინანსურმა სტაბილურობამ მოიტანა ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“-ს პროგრამით დამტკიცებული სესხების მოცულობამ 932 მლნ ლარი შეადგინა
მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან!
არქივი