ირაკლი კობახიძე - მშვიდობამ მოგვცა საშუალება, მაქსიმალურად გვეზრუნა ქვეყანაში რეგიონების თანაბარ განვითარებაზე, რეგიონულ ჭრილში მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 05 ივნისი 2025, 10:29

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ყოველთვის ასრულებდა ძალიან საინტერესო პლატფორმის როლს მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ღონისძიება ქმნის ძალიან კარგი პლატფორმას იმისთვის, რომ გაიმართოს დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.

„წლევანდელი თემა, მშვიდობა და მშვიდობის როლი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ამ ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეგიონების განვითარებაზე. აქაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას. სწორედ მშვიდობამ მოგვცა ჩვენ იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა ჩვენს ქვეყანაში რეგიონების თანაბარ სოციალირ-ეკონომიკურ განვითარებაზე. გვაქვს ძალიან დიდი, განსაკუთრებული წინსვლა ბოლო წლების განმავლობაში სწორედ რეგიონების განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ესწრებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების ქალაქების წარმომადგენლები, 40-მდე ადგილობრივი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენთვის სწორედ რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან.

ასევე ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებას ესწრებიან ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო დისკუსიებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება საინტერესო თითოეული თქვენგანისთვის. ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიებს და წარმატებებს”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტ ერდოღანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა არის როგორც ისტორიული, ასევე ძალიან დროული
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: ლონდონში ვაშინგტონისგან განსხვავებით „დიფ სთეითზე“ ხმამაღლა ლაპარაკი ჯერ არ დაუწყიათ
აიზენის სახელმძღვანელოზე: ეს გაიდლაინი არის ერთგვარი მხილება, როგორ მოქმედებს „რბილი ძალა“ ნებისმიერ ქვეყანაში
კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახლახან მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ამოქმედებას კიდევ 90 დღით გადაავადებს
არქივი