პრემიერი: ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ინსტრუქციების მისაღებად, საკუთარი აზრიც არ აქვთ, იარონ, მიიღონ დავალებები, სადამდეც მიიყვანა ამ ყველაფერმა, უკვე ვნახეთ, სადამდეც მიიყვანს მომავალში, ამასაც ვნახავთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 05 ივნისი 2025, 11:55

ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ინსტრუქციების მისაღებად, საკუთარი აზრიც არ აქვთ, პირდაპირ არის ჩვეულებრივი აგენტურა, დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად და მერე ასრულებენ ამ დავალებებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიღებული დავალებების შედეგად საბოლოო ჯამში ნადგურდება ისევ ოპოზიცია.

„ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ინსტრუქციების მისაღებად, საკუთარი აზრიც არ აქვთ, პირდაპირ არის ჩვეულებრივი აგენტურა, დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად და მერე ასრულებენ ამ დავალებებს. თუმცა კარგი ის არის, რომ ამ დავალებების შედეგად საბოლოო ჯამში ნადგურდება ისევ ოპოზიცია, გარედან რთულია პულსზე ხელის დაჭერა და პულსის შეგრძნების ქონა, აქედან გამომდინარე, გარედან ისინი იღებენ ხოლმე ისეთ დავალებებს, რომლებიც ისევ და ისევ ოპოზიციის განადგურებას იწვევს. იარონ ასეთ თათბირებზე, მიიღონ ინსტრუქციები, დავალებები, სადამდეც მიიყვანა ოპოზიცია ამ ყველაფერმა, უკვე ვნახეთ, სადამდეც მიიყვანს მომავალში, ამასაც ვნახავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში არის ტრაგიკული მდგომარეობა.

„არავითარი კრიზისი არ არსებობს, კრიზისი არის მხოლოდ ოპოზიციაში. ოპოზიციაში არის უმძიმესი, ტრაგიკული მდგომარეობა, ეს არის თუ რაიმეს შეიძლება, ეწოდოს კრიზისი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოში თურქი მესხების დაბრუნების თემა უმეტესად სტრატეგიული საკითხია, რომელსაც ქვეყანა ათწლეულებია თავს არიდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა შიდა უსაფრთხოება შეარყიოს თუ პროცესი უკონტროლოდ ან გარე გავლენებით წარიმართება
რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ და გვესმის მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებს - „მთავრობა ხშირ შემთხვევაში არ მიმართავდა ადეკვატურ ზომებს
რიკარდ იოზვიაკი: ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანომების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება
ალექსეი გონჩარენკოს თქმით, ზელენსკის გარემოცვა 5 მილიარდი ევროს გათეთრებას ევროპული ბანკის ყიდვის მეშვეობით აპირებდა
არქივი