შალვა პაპუაშვილი შვედეთის საელჩოს განცხადებაზე: არც ერთი დიპლომატის საქმე არ არის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მის მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა. ეს განცხადება არის ცინიზმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 05 ივნისი 2025, 11:58

არც ერთი დიპლომატის საქმე არ არის და არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მის მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა. ეს განცხადება არის ცინიზმი, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ შვედეთში ექსტრემისტულ და ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, არასერიოზულია მსგავსი შინაარსის განცხადების გამოქვეყნება იმ ფონზე, როდესაც შვედეთის წარმომადგენელი თავად ახალისებს საქართველოში ექსტრემიზმს.

„ზუსტად ეს არის მაგალითი, როდესაც საელჩო ცინიზმით არის დაკავებული. იმავე განცხადებაში თავს დაესხა საქართველოს პარლამენტს და მის მიერ მიღებულ კანონს, რაც ასევე, არის ვენის კონვენციის დარღვევა. არც ერთი დიპლომატის საქმე არ არის და არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მის მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა.
ეს განცხადება არის ცინიზმი. როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ შვედური კანონი, რომელიც უნდა მიიღონ ეხება ექსტრემიზმის და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვას მაშინ, როდესაც შვედეთის ხელისუფლების წევრი საქართველოში ახალისებდა ექსტრემიზმს და ახალისებდა საბოტაჟს. გვახსოვს, 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ შვედეთის ხელისუფლების იდგა და მიმართავდა რადიკალურ ოპოზიციას და შემდეგ სატელევიზიო ჩართვაში მოუწოდებდა რადიკალებს პარლამენტის საბოტაჟისკენ, ექსტრემიზმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ქუჩაში და გაემეორებინათ „მაიდანი“. ანუ აქ ყოფილიყო სისხლიანი პროცესები.

სადმე გსმენიათ შვედეთის საელჩოს განცხადება, რომ არ იზიარებს, გმობს, ემიჯნება? არა. რახან არ გმობს და არ ემიჯნება ე.ი. იზიარებს. აქედან გამომდინარე, როდესაც შვედეთის საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის და საბოტაჟის წახალისების მოწოდებებს, აბსოლუტური ცინიკური განცხადებების გამოქვეყნება და საუბარი იმაზე, რომ თითქოს სხვა განზრახვები აქვთ შვედეთში არასერიოზულია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც გააკეთა, ეს ომი არ უნდა მომხდარიყო, შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება, მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ფსალმუნებიდან ამონარიდებს აზიარებს - „უფალმა მომისმინა და შემიწყალა“
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციური პარტიები, მაქსიმუმ, სხვადასხვა საკრებულოში დეპუტატის შეყვანას ან ფრაქციის შექმნას შეძლებენ, ეს საბოტაჟის შედეგია, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებდნენ
არქივი