შალვა პაპუაშვილი: შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, რომ თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკოს მოსმენა, კრიტიკის ატანა და კრიტიკაზე პასუხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 05 ივნისი 2025, 11:58

ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როდესაც ჩვენც უნდა დავიწყოთ ახსნა - რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, ვინაიდან, სამწუხაროდ უკვე შეეგუა ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებულება და რა არ არის ღირებულება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მან ევროპელებს მოუწოდა მიიღონ კრიტიკა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ საქართველოს მთავრობა მათ კონკრეტული ფაქტებით ესაუბრა.

„ახსენებენ ევროპულ ღირებულებას ისე, თითქოს არსებობდეს რაღაც უფრო დაბალი, ქართული ღირებულება. ამიტომ, ვფიქრობ, დროა ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინაა სკოლის მოწაფე, გამოცდები აქ არავის აქვს ჩასაბარებელი. ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული.

ამიტომ, შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, რომ თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკოს მოსმენა, კრიტიკის ატანა და კრიტიკაზე პასუხი. ჩვენ რასაც ვხედავთ, კრიტიკას ხშირად ხვდებიან გაბუტული პოზით, თითქოს ეს არის თავდასხმა, შეურაცხყოფა ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომ თავიდან აირიდონ კრიტიკა და ანტიევროპული უწოდონ რაღაც საკითხებს.

მიიღონ კრიტიკა, მით უმეტეს, ჩვენ ყოველთვის კონკრეტული ფაქტებით ვსაუბრობთ, როდესაც, მაგალითად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემისტული ჯგუფი, როდესაც, მაგალითად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება პროპაგანდა. ყველა ამ საკითხზე გვაქვს მტკიცებულება და ფაქტი. ამიტომ, ნება იბოძონ და უპასუხონ ამ ყველაფერს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომხეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა - დედაქალაქი კრიმინალებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა, უსახლკაროებმა ჩაიგდეს ხელში, ამას აღარ დავუშვებთ
დონალდ ტრამპი - კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც გააკეთა, ეს ომი არ უნდა მომხდარიყო, შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება, მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
არქივი