მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვს შესაძლებლობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 06 ივნისი 2025, 00:04

 არ ვიცი რა არის ელჩის წასვლის მიზეზი, ვიცით ის, რაც გაცხადდა ელჩის მიერ. ფაქტია ასეთი, რომ აშშ-ს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს შესაძლებლობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შეფასებისას.

„აშშ-სთან ურთიერთობები ჩვენთვის რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ეს არ არის ჩვენი ბრალი. ბოლო წლებში ვაკვირდებოდით დრამატულ გაუარესებას ამ ურთიერთობების და მოვედით იმ დონემდე, რომ მტრულ აქტებს არქმევენ მეგობარ აქტებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საელჩოს აქვს მნიშვნელოვანი როლი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით აშშ-ს საელჩოს საქმიანობას ბოლო პერიოდში, საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესებაში ასეთ საელჩოს გარკვეული წვლილი შეეტანა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პირადი გადაწყვეტილებით თანამდებობა დღეს დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი