ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 06 ივნისი 2025, 08:16

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა სოლომი ბალუნგი ბოსას, ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსას, რეინე ადელაიდა სოფი ალაპინი განსუსა და ბეტი ჰოლერს.

„როგორც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები, ეს ოთხი პირი აქტიურად იყო ჩართული ჰააგის სასამართლოს უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებში აშშ-ისა თუ ჩვენი მოკავშირე ისრაელის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პოლიტიზებულია და ამტკიცებს, რომ უფლება აქვს, გამოიძიოს, წარუდგინოს ბრალდება და დასაჯოს შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

რუბიოს თქმით, ალაპინი განსუმ და ბეტი ჰოლერმა მიიღეს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერის ავტორიზაციის შესახებ.

ჰააგის სასამართლომ გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, ხელი შეუშალონ საერთაშორისო სასამართლო დაწესებულების დამოუკიდებლობას, რომელიც იმედს აძლევს მილიონობით მსხვერპლს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებს - „მთავრობა ხშირ შემთხვევაში არ მიმართავდა ადეკვატურ ზომებს
რიკარდ იოზვიაკი: ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანომების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება
ალექსეი გონჩარენკოს თქმით, ზელენსკის გარემოცვა 5 მილიარდი ევროს გათეთრებას ევროპული ბანკის ყიდვის მეშვეობით აპირებდა
„ნაცმოძრაობის“ წევრზე, რომელიც პოლიციელზე ძალადობაში დამნაშავედ ცნეს: გამომჟღავნდა ისიც, რომ მშობლებზე მოძალადეც აღმოჩნდა ეს ადამიანი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გერმანიაში ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარება გაუარესდა
არქივი