რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, სულ მცირე, ოთხი დაღუპული და ათობით დაშავებული ადამიანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 06 ივნისი 2025, 09:47

რუსეთმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანია დაღუპული, 20 მოქალაქე დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის გაზრდა, რადგან სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – საცხოვრებელი კორპუსები, სახლები, ავტომობილები და მეტროსადგურის ლიანდაგები. კიევის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამასთან, უკრაინის ქალაქ ლუცკზე მიტანილი იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

ლუცკის მერმა, იგორ პოლიშჩუკმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს რუსეთმა 15 დრონი და ევქსი რაკეტა გამოიყენა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახლახან მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ამოქმედებას კიდევ 90 დღით გადაავადებს
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობის შესახებ განაჩენი ძალაში დატოვა
ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოსთვისაც
ევროკავშირმა ტრამპისა და პუტინის სამიტამდე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღო
არქივი