ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 06 ივნისი 2025, 12:19

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც დოლიძე წერს, ახლა დროა, პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს.

„მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან” და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას.

დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და ამავე დროს ენდო „ძლიერ საქართველოს“.

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის, მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული.

ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა, ახლა დრო არის, რომ პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი.

ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია „ხალხისთვის“, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს“, – წერს ანა დოლიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომხეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა - დედაქალაქი კრიმინალებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა, უსახლკაროებმა ჩაიგდეს ხელში, ამას აღარ დავუშვებთ
დონალდ ტრამპი - კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც გააკეთა, ეს ომი არ უნდა მომხდარიყო, შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება, მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
არქივი