მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 07 ივნისი 2025, 01:57
გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, გადარჩენა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთობაში.

„მე ვიყავი პირველი, რომელიც დეკემბერში, იანვარში ვამბობდი, საერთო-სახალხო გაფიცვა მოვაწყოთ, ალტერნატიული პარლამენტი შევქმნათ -მეთქი. ანუ, ოპოზიციას ვთავაზობდი, შევქმნათ ორგანო. არჩეული დეპუტატები თემებს ასე კი არ გამოიტანდნენ და „ფეისბუქებით“ დაიწყებდნენ ლაპარაკს, არამედ ვიკამათებდით, მოვიხარშებოდით, გამოვიტანდით და დავდგებოდით პროტესტთან ერთად. რატომ მოხდა, რომ გაწყვეტილია? პოლიტიკური კლასი, ერთობა ვერ შეიკრიბა. დღესაც ვიმეორებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამაშია გადარჩენა. სხვათა შორის, გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ ჩვენ ეგრეთ წოდებული ალტერნატიული პარლამენტის ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა. ვიცი, რატომ მოკვდა და ვინ შეუშალა ხელი, მაგრამ ამის გარჩევას დღეს აზრი არ აქვს. მაყურებელი, ვინც ადევნებს თვალს, კარგად ხვდება, რომ ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი