ოპოზიციის კურატორებმა ორ პოლიტიკურ ჯგუფს არჩევნებში მონაწილეობაზე მწვანე შუქი აუნთეს, მეორე ფლანგი ქუჩაში რადიკალებად დარჩენისთვის გაწირეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 07 ივნისი 2025, 16:23
რადიკალური ოპოზიციის გარე კურატორებისგან გარკვეული სტრატეგიაა შერჩეული, რომელიც გულისხმობს ძალთა დივერსიფიცირებას, ერთი მხრივ, გამოარჩიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ ორი პოლიტიკური ჯგუფი, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობაზე მწვანე შუქი აუნთეს, მეორე ფლანგი გაწირეს და გაიმეტეს იმისთვის, რომ ბოლომდე დარჩნენ რადიკალებად ქუჩაში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიცია მეათე მარცხს განიცდის, რაც უნდა გახდეს პოლიტიკურ რეალობიდან მათი გაძევების დასაწყისი.

„არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე თავის შეკავებასთან დაკავშირებით, თითქოს პრინციპული პოზიცია, აუცილებლად იქნებოდა შეცვლილი. ვხედავთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიებმა, რადიკალური ოპოზიციის დაჯგუფებებში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა შეფარვით, თუ შელამაზებით დაიწყეს იმ აზრის ტირაჟირება, რასაც ჰქვია მათი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს უკავშირდება ერთგვარ დირექტივას, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აგენტურულმა წარმომადგენლებმა გარე პატრონებისაგან მიიღეს. ახლო წარსულიდან განცხადებები გვახსოვს, რაც მათთვის მწვანე შუქი გახდა, უფრო თამამად დაიწყონ დისკუსია და საუბარი, შიდა ჯგუფებში მაინც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის გარე კურატორებისგან გარკვეული სტრატეგიაა შერჩეული, რომელიც ძალთა დივერსიფიცირებას გულისხმობს.

„გარე კურატორებისგან, როგორც ჩანს, გარკვეული სტრატეგიაა შერჩეული, რომელიც გულისხმობს ძალთა დივერსიფიცირებას, ანუ ერთი მხრივ, მათ გამოარჩიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ ორი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელთაც აუნთეს მწვანე შუქი არჩევნებში მონაწილეობაზე, მეორე ფლანგი გაწირეს და გაიმეტეს იმისთვის, რომ ბოლომდე დარჩნენ რადიკალებად ქუჩაში. ეს სტრატეგია, როგორც გარედან დირექტივების გამოძახილი, ისე შიდა დონეზე იმის მცდელობაა, რომ თავი პროცესში შეინარჩუნონ, თუმცა განწირულია წარუმატებლობისთვის, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიცია იწვნევს მეათე საიუბილეო მარცხს, რაც უნდა გახდეს პოლიტიკურ რეალობიდან მათი გაძევების დასაწყისი“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი თქმით, ის დისონანსი, რომელიც სააშკარაოზე გამოვიდა მიუთითებს იმაზე, რამდენად დასუსტებული, პოლიტიკურად გაკოტრებული და უსუსურია რადიკალური ოპოზიცია.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ მონაწილეობას არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია, პირიქით, მმართველი პოლიტიკური ძალა ემზადება დამაჯერებელი გამარჯვებისათვის 64- ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში. დამაჯერებელი გამარჯვებით იქნება მოპოვებული უმრავლესობა“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ფსალმუნებიდან ამონარიდებს აზიარებს - „უფალმა მომისმინა და შემიწყალა“
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციური პარტიები, მაქსიმუმ, სხვადასხვა საკრებულოში დეპუტატის შეყვანას ან ფრაქციის შექმნას შეძლებენ, ეს საბოტაჟის შედეგია, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებდნენ
ირაკლი კობახიძე - გვიკრძალავენ ისეთი კანონების მიღებას, როგორსაც თავად იღებენ საკუთარ ქვეყნებში, ვერავის მივცემთ იმის საშუალება, საქართველო დაბალ ღობედ განიხილონ
არქივი