საფრანგეთი უკრაინას დრონების წარმოებაში დაეხმარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 07 ივნისი 2025, 17:34
ფრანგული ავტომწარმოებელი, თავდაცვის მცირე და საშუალო საწარმოებთან თანამშრომლობით, უკრაინაში უპილოტო აპარატების წარმოებას დაიწყებს. ინფორმაციას ფრანგული მედია ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე, სებასტიან ლეკორნიუზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვიწყებთ სრულიად ახალ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ფრანგული საავტომობილო კომპანია გააერთიანებს ძალებს ფრანგულ თავდაცვის მცირე ან საშუალო საწარმოსთან, უკრაინაში დრონების წარმოების ხაზის ასაწყობად. ეს დრონები საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რათა იყოს მუდმივი ტაქტიკური და ოპერატიული მზადყოფნა, რომელიც უკრაინაში ომის რეალობას შეესაბამება“, - განმარტა ლეკორნიუმ.

მას არ დაუკონკრეტებია რა ტიპის დრონებზეა საუბარი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც გააკეთა, ეს ომი არ უნდა მომხდარიყო, შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება, მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ფსალმუნებიდან ამონარიდებს აზიარებს - „უფალმა მომისმინა და შემიწყალა“
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციური პარტიები, მაქსიმუმ, სხვადასხვა საკრებულოში დეპუტატის შეყვანას ან ფრაქციის შექმნას შეძლებენ, ეს საბოტაჟის შედეგია, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებდნენ
არქივი