რუსეთმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შენახული ამერიკული საწვავის საკითხთან დაკავშირებით შუამავლობა სთხოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 07 ივნისი 2025, 17:53
რუსეთმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შენახული ამერიკული საწვავის თაობაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიმართა. Reuters-ის ცნობით, „როსატომი“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ან გამოიყენოს საწვავი Westinghouse, ან აშშ-ს დაუბრუნოს. მისივე თქმით, მანამდე ამერიკული მხარე ამ საწვავზე საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ დაადასტურა, რომ სააგენტო მზად არის ამ საკითხის მოგვარებაში შუამავლის როლი შეასრულოს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა. სადგური იმავე წლის სექტემბერში გაჩერდა და მას შემდეგ არ ფუნქციონირებს. ლიხაჩოვმა აღნიშნა, რომ „როსატომს“ მისი ექსპლუატაციაში ეტაპობრივი შეშვების დეტალური გეგმა აქვს შემუშავებული, თუმცა მისი რეალიზაცია საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე შეუძლებელია.

მას როსიც ეთანხმება, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფრონტზე არასტაბილური ვითარების გამო სადგურის უსაფრთხო მუშაობისთვის პირობები არ არსებობს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა
პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია რეგიონში, რომელშიც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს
„ქართული ოცნება“ პარტიის გორგასლის ოფისში დღეს, 17:00 საათზე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს
შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილი იყო მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სადაც ბევრი სხვადასხვა მხარის ინტერესია, საქართველო ერთ პაიკად გამოაყენებინა
არქივი