დონალდ ტრამპი - ილონ მასკი ძალიან სერიოზულ შედეგებს წააწყდება, დემოკრატ კანდიდატებს თუ დააფინანსებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 07 ივნისი 2025, 22:56

ილონ მასკი „ძალიან სერიოზულ შედეგებს“ წააწყდება, დემოკრატ კანდიდატებს თუ დააფინანსებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის შედეგები მოჰყვება მსგავს ქმედებას.

„მას ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ამას გააკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას არ სურს მასკთან ურთიერთობის აღდგენა მას შემდეგ, რაც მათ შორის დაპირისპირება ამ კვირის დასაწყისში საჯაროდ გახდა ცნობილი. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისი ურთიერთობა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორთან დასრულდა, ტრამპმა უპასუხა: „მე ვივარაუდებდი, რომ კი, დიახ“.

ტრამპმა მასკი „პრეზიდენტის თანამდებობისადმი უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა.

„ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი რამ არის, რადგან ის ძალიან უპატივცემულოდ იქცევა. პრეზიდენტის ოფისის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ შეიძლება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტ ერდოღანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა არის როგორც ისტორიული, ასევე ძალიან დროული
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: ლონდონში ვაშინგტონისგან განსხვავებით „დიფ სთეითზე“ ხმამაღლა ლაპარაკი ჯერ არ დაუწყიათ
აიზენის სახელმძღვანელოზე: ეს გაიდლაინი არის ერთგვარი მხილება, როგორ მოქმედებს „რბილი ძალა“ ნებისმიერ ქვეყანაში
კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახლახან მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ამოქმედებას კიდევ 90 დღით გადაავადებს
არქივი