ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე თავდასხმაზე - არავითარი სამხედრო აზრი არ აქვს, სუფთა ტერორიზმია, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 07 ივნისი 2025, 23:49

რუსების მიერ ხარკოვზე დარტყმის შედეგად 40-ზე მეტი დაჭრილია, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სუფთა ტერორიზმია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“ამ მომენტისთვის ხარკოვში 40-ზე მეტი დაჭრილისა და ერთი გარდაცვლილი ადამიანის შესახებაა ცნობილი რუსული ავიაბომბების დარტყმის შედეგად.

მორიგი სასტიკი მკვლელობა. ავიაბომბები სამოქალაქო პირებზე ქალაქში - გვერდით საბავშვო რკინიგზაცაა. ამას არავითარი სამხედრო აზრი არ აქვს. სუფთა ტერორიზმი. და ეს ფართომასშტაბიანი ომის სამ წელზე მეტია გრძელდება.

ამის იგნორირება არ შეიძლება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. და ეს რაღაც თამაში არ არის. ყოველდღე ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი დაუსჯელობას გრძნობს. საჭიროა რუსეთის მშვიდობისკენ მკაცრად იძულება,” - წერს ზელენსკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა - დედაქალაქი კრიმინალებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა, უსახლკაროებმა ჩაიგდეს ხელში, ამას აღარ დავუშვებთ
დონალდ ტრამპი - კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც გააკეთა, ეს ომი არ უნდა მომხდარიყო, შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება, მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ფსალმუნებიდან ამონარიდებს აზიარებს - „უფალმა მომისმინა და შემიწყალა“
არქივი