კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 08 ივნისი 2025, 10:44

კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წევრს, სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, 39 წლის მიგელ ურიბეს ბოგოტაში, საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს.

„ურიბეს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ კვლავ კრიტიკული“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, ლუს ადრიანა კამარგომ.

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ პოლიციამ ურიბეს სროლაში ეჭვმიტანილი 15 წლის არასრულწლოვანი დააკავა და ახლა სამართალდამცავი ორგანოები მომხდარში სხვა პირების მონაწილეობას იძიებენ.

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ თავდასხმა დაგმო და სამართალდამცავებს საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ველოდებით, რომ ბიუჯეტში შემოვიდეს 6,5 მილიონი დოლარი ხაზარაძის და მისი გარემოცვის თაღლითობისთვის, გვაინტერესებს, გადაიხადეს თუ არა ეს თანხა ბიუჯეტში
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც განახორციელებს თავდაცვის სამინისტრო, მოეწყობა შინდისის გმირების მემორიალი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი და მასშტაბური
გარემოს ეროვნული სააგენტო: 12-14 აგვისტოს შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ე.წ. სანქციები და განსაკუთრებით ფინანსური სანქციები აქციეს ყოველდღიურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელიც შეგიძლია ყოველგვარი სასამართლო კონტროლის, გამჭვირვალობის გარეშე გამოიყენო თვითნებურად
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მთავარი ინდიკატორი იმისა, რამდენად წარმატებულია ამერიკის ახალი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე, არის საქართველო
არქივი