შალვა გოგოლაძე: UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს გავაცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 09 ივნისი 2025, 13:29

UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს გავაცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას, - ამის შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში, დანა უაითთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტული კომპლექსები აშენდება, რომლებშიც MMA-ის ახალი დარბაზები იქნება გათვალისწინებული.

„მქონდა პატივი, შევხვედროდი UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს. ხანგრძლივი, დაახლოებით 1-საათიანი აუდიენცია მქონდა, რომელიც ქართველმა ბიზნესმენმა დავით ნატროშვილმა დააორგანიზა, ის არის UFC-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორი. დანა უაითს ვუამბე საქართველოში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომელიც დაწყებულია და იგეგმება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კერძოდ - 64-ვე მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსები, რომლებშიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული MMA-ის ახალი დარბაზები.

შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველოში ძალიან პოპულარულია სპორტის ეს სახეობა, სულ 7 ჩემპიონი არსებობს და 7-დან 2 ქართველია. ვუთხარი, რომ საქართველო არის ჩემპიონების ქვეყანა და არა მხოლოდ UFC-ში, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც გვყავს მსოფლიო ლიდერები. დანა უაითი მოვიწვიე ჩემპიონების სამშობლოში. ამასთან, გავაცანი პრემიერის და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მზად ვართ, საქართველომ უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ „ივენთს“, რაზეც მივიღეთ თანხმობა, რომ აღნიშნული შესაძლებლად მიაჩნიათ. ჩვენ, მიმდინარე წლის სექტემბერში, გვაქვს MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც გარკვეულწილად იქნება ერთგვარი გამოცდა ჩვენი ქვეყნისა, თუ როგორ ვუმასპინძლებთ მსგავს ღონისძიებას. დავიწყებთ UFC-ის ორგანიზაციასთან ყოველდღიურ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით,“- განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დადოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
არქივი