დონალდ ტრამპი - დიდებული გადაწყვეტილება მივიღეთ, გაგვეგზავნა ეროვნული გვარდია კალიფორნიაში წაქეზებულ არეულობებთან გასამკლავებლად, ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ლოს ანჯელესი განადგურდებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 09 ივნისი 2025, 21:37

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეროვნული გვარდიის გაგზავნის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, ლოს ანჯელესი მთლიანად განადგურებული იქნებოდა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.

„ჩვენ მივიღეთ დიდებული გადაწყვეტილება, გაგვეგზავნა ეროვნული გვარდია კალიფორნიაში ძალადობრივ, წაქეზებულ არეულობებთან გასამკლავებლად. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ლოს ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა. ძალიან არაკომპეტენტური „გუბერნატორი“, გევინ ნიუსომი და „მერი“, კარენ ბასმა, უნდა ამბობდნენ „გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ, თქვენ შესანიშნავი ხართ. ჩვენ არაფერი ვიქნებოდით თქვენ გარეშე, სერ“. ამის ნაცვლად, ისინი ირჩევენ, მოატყუონ კალიფორნიისა და ამერიკის მოსახლეობა, რომ ჩვენ არ ვიყავით საჭირო და რომ ეს არის „მშვიდობიანი პროტესტი“. ძალადობის, განადგურების სურათებისა და ვიდეოების მხოლოდ ერთი ნახვა გეტყვით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რათა ერთად შევძლოთ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – წერს დონალდ ტრამპი.

კალიფორნიაში საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები პარასკევს დაიწყო. დონალდ ტრამპის განკარგულებით, არეულობის ფონზე ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრი განთავსდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: ლონდონში ვაშინგტონისგან განსხვავებით „დიფ სთეითზე“ ხმამაღლა ლაპარაკი ჯერ არ დაუწყიათ
აიზენის სახელმძღვანელოზე: ეს გაიდლაინი არის ერთგვარი მხილება, როგორ მოქმედებს „რბილი ძალა“ ნებისმიერ ქვეყანაში
კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახლახან მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ამოქმედებას კიდევ 90 დღით გადაავადებს
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობის შესახებ განაჩენი ძალაში დატოვა
არქივი