ტრამპი სამხედრო აღლუმზე შესაძლო პროტესტზე: ძალიან ძლიერ ძალას წააწყდებიან - ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სძულთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 10 ივნისი 2025, 22:17
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შაბათს სამხედრო აღლუმზე პოტენციურ მომიტინგეებს ძალის გამოყენებით დაუპირისპირდებიან.

„ის ადამიანები, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურს [სამხედრო აღლუმზე], ძალიან ძლიერ ძალას წააწყდებიან. და მე პროტესტის შესახებ არც კი გამიგია. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სძულთ, მაგრამ მათ ძალიან ძლიერი ძალით შეხვდებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თეთრი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის გარშემო უკვე დიდი ღობეებია აღმართული.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი