ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომლითაც ის იბრძვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე მტკიცედ იაროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 11 ივნისი 2025, 19:27
უნგრეთი იცავს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზეც, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იაროს მტკიცედ.

„ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თავს საქართველოს მოამაგედ, მოკავშირედ და ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომლითაც საქართველო იბრძვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ბრიუსელი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იარონ მტკიცედ. სექტემბერში 50 საჯარო მოხელე გვეყოლება გადამზადებული საქართველოდან და უნგრელ ექსპერტებსაც გავაგზავნით საქართველოში. დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა ეკონომიკურ მიმართულებაზე, მიღწევებზე, თანამშრომლობაზე და მადლობას ვუხდით ქართველ მეგობრებს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Wall Street Journal: პუტინი ამბობს, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შეწყვეტს
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
საგარეო უწყების წარმომადგენელი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: შევთავაზეთ სხვადასხვა მექანიზმი. ერთი იყო საჰაერო და მეორე - საზღვაო გზის გამოყენება. არც ერთ ამ შეთავაზებაზე უკრაინულ მხარეს ჯერ დადებითი პასუხი არ გაუცია
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას მიესალმება
არქივი