სუს-ი - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 11 ივნისი 2025, 21:26

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 125-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად მოითხოვეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დასჯა.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხზე. მკაცრად იქნა დაგმობილი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები, რომლებიც ბოლო პერიოდში იდენტიფიცირდა.

განხილვის საგანს წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2025 წლის 21 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თენგიზ შარმანაშვილი: 2017 წელს კონსტიტუციაშიც დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება. მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია, ახლაც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არსებობს - დამტკიცდა, რომ არსებობს
გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
არქივი