საქალაქო სასამართლოში ტელეწამყვანი ვიკა ბუკიაც დაიბარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 11 ივნისი 2025, 21:27

u ვიკა ბუკიას განცხადებით, დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის „მონას“ დაძახების გამო სასამართლოში დაიბარეს.

როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, სხდომა 12 ივნისს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

„კი, მაგრამ ამ მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა?“, - წერს ვიკა ბუკია და დასძენს, რომ საქმეს მოსამართლე დავით თეთრაული განიხილავს.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სასამართლოში დაბარებულები არიან: მისი შვილი, აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე, ტელეწამყვანი ვიკა ბუკია, აქტივისტი, ანა სუბელიანი, ტელეწამყვანი - ეკა მიშველაძე, ოპოზიციონერები - ელენე ხოშტარიაალეკო ელისაშვილი, "საფარის" დამფუძნებელი - ბაია პატარაია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი - დეა მამისეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი