ფილარმონიასთან მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 12 ივნისი 2025, 20:21

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს.

როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, “ისინი მივიდნენ იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო”. მათე თავაძე, 19 ნოემბერს, სწორედ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი", "ძირს უსამართლო სასამართლო”.

ინფორმაციისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი