სოზარ სუბარი: როდესაც პოლონეთის პრემიერი საქართველოს იღებს კრიმინალის მაგალითად, ეს მეტყველებს მის მიკერძოებულობაზე, თუმცა, მის ამ პოზიციას არ აქვს სრული მხარდაჭერა ევროპაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 13 ივნისი 2025, 11:44

ქართველების დანაშაული არც რაოდენობით გამოირჩევა ევროპის ქვეყნებში და მითუმეტეს, არც სისასტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, როცა კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებაზე. ამ უკანასკნელმა პოლონეთში ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულის სიმრავლის გამო დაიწყო მხარდამჭერების მოგროვების კამპანია, რათა საქართველოს შეუჩერდეს ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.

სოზარ სუბარის თქმით, ქართველების მსგავსად, დანაშაულს ჩადის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი და როცა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ საქართველოზე აკეთებს აქცენტს, ეს მის ტენდენციურობაზე მეტყველებს.

„პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი, გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიქართული განცხადებით.

როდესაც საუბრობენ დანაშაულის ჩადენაზე, რა თქმა უნდა ქართველები სჩადიან დანაშაულს, ისევე როგორც ამას აკეთებენ პოლონელები, რუმინელები, ბანგლადეშელები, აფრიკელები. ქართველების დანაშაული არც რაოდენობით გამოირჩევა ევროპის ქვეყნებში და მითუმეტეს, არც სისასტიკის თვალსაზრისით. ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გარკვეული ქვეყნების წარმომადგენლების და როდესაც პოლონეთის პრემიერი საქართველოს იღებს მაგალითად, ეს მეტყველებს მის მიკერძოებულობაზე, თუმცა, მის ამ პოზიციას არ აქვს სრული მხარდაჭერა ევროპაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Axios: ტრამპისა და პუტინის სამიტის წინ ევროპელი, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ერთმანეთს დიდ ბრიტანეთში შეხვდებიან
The Wall Street Journal: პუტინი ამბობს, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შეწყვეტს
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
საგარეო უწყების წარმომადგენელი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: შევთავაზეთ სხვადასხვა მექანიზმი. ერთი იყო საჰაერო და მეორე - საზღვაო გზის გამოყენება. არც ერთ ამ შეთავაზებაზე უკრაინულ მხარეს ჯერ დადებითი პასუხი არ გაუცია
არქივი