ირაკლი ზარქუა - მცდელობა ჰქონდათ, რადიკალებისთვის ფული ჩაერიცხათ, კითხვა გვაქვს ბრიტანეთის ელჩთან, საპარლამენტო არჩევნების დროს ვინ დააფინანსეს? ვერ მოატყუებენ ხალხს, კარგად ვიცით, ვინ რას ემსახურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 13 ივნისი 2025, 15:03

მცდელობა ჰქონდათ, რადიკალებისთვის ფული ჩაერიცხათ და დაეფინანსებინათ, კითხვა გვაქვს ბრიტანეთის ელჩთან: საპარლამენტო არჩევნების დროს ვინ დააფინანსეს? – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, „ყველამ კარგად იცის, ვინ რას ემსახურება და ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ“.

„დიდი ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვებისთვის დასაფინანსებლად შერჩეული ჰყავდა „ჩერგოს“ „ტაბულა“. ის პოლიტიკური აქტორია, არალეგიტიმურს გვეძახის და არჩევნებში მონაწილეობას ვინც მიიღებს, აბულინგებს. თურმე ამას უნდა ჩაეტარებინა მონიტორინგი; მეორე იყო გია ჯაფარიძე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ 5 ნომერია, მამალი „ნაცი“. მის ორგანიზაციას უნდა გაეწია მონიტორინგი? მესამეა „იურისტთა ასოციაცია“, რომელიც ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა და მიტინგზე იდგა. ეს ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართული, რომ ხელისუფლება ჩამოაგდონ, ესენი განახორციელებენ მონიტორინგს? კითხვა გვაქვს ელჩთან: მანამდე ვის აფინანსებდა, ამ რადიკალებს აფინანსებდა? ჯერ დუმან. ადრე თუ გვიან მაინც გავიგებთ და ჯობს, თავად თქვან, ვინ დააფინანსეს საპარლამენტო არჩევნების დროს. ახლაც მცდელობა ჰქონდათ, რადიკალებისთვის ფული ჩაერიცხათ და დაეფინანსებინათ. რისი მონიტორინგის გამწევები არიან? – რადიკალიზმის, ქაოსის და არეულობის. ვის ატყუებენ? ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ, ყველამ კარგად ვიცით, ვინ რას ემსახურება. ამ რადიკალებს თავიანთი პატრონი ჰყავთ. მათი მიზანია, რევოლუციის მოწყობა და თავიანთი აგენტების დასმა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ არსებული გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები: „ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თენგიზ შარმანაშვილი: 2017 წელს კონსტიტუციაშიც დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება. მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია, ახლაც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არსებობს - დამტკიცდა, რომ არსებობს
გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
არქივი