ირაკლი ზარქუა: პოლონეთის საელჩოსთან სამართლიანი აქცია გაიმართა, რადიკალების პატრონებს რაც სჭირდებათ, იმას თუ არ შევასრულებთ, გვემუქრებიან, ამას არ „გავატარებთ“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 13 ივნისი 2025, 17:58

პოლონეთის საელჩოსთან სამართლიანი აქცია გაიმართა. რადიკალების პატრონებს რაც სჭირდებათ, იმას თუ არ შევასრულებთ, გვემუქრებიან. ამას არ „გავატარებთ“, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას თქმით, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების გახსნა შანტაჟის ინსტრუმენტია.

„რადიკალების პატრონებს რაც სჭირდებათ, იმას თუ არ შევასრულებთ, გვემუქრებიან. ესე იგი, მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. ტუსკი „ნაცების“ მეგობარი და სააკაშვილის, მზეთუნახავის ერთ-ერთი ლობისტია. მათ ინტერესებს თუ არ მივყვებით და სახელმწიფოს ინტერესებს დავთმობთ, ბერკეტებს, მუქარებს გამოიყენებენ. ამას არ „გავატარებთ“. ასეთი ბევრი მუქარა მოგვისმენია. კანდიდატის სტატუსი ღირსებით მივიღეთ და ასე გავაგრძელებთ. ტუსკისა და სიკორსკის ლუსტრაცია მოხდა, რომელთათვისაც „ნაცმოძრაობა“ დემოკრატიის შუქურაა, საზოგადოებისთვის – ტირანი და ბანდა“, - აღნიშნა ზარქუამ.

დონალდ ტუსკის მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბლოკთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა, მისი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრის დაწყებამდე, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი