დავით ქართველიშვილი: როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება, ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 13 ივნისი 2025, 17:59

ირანი-ისრაელის სამხედრო დაპირისპირების ამბავი იმდენად ცხელია, რომ პროგნოზის გაკეთება სითამამეა. თუმცა, ამ მომენტისთვის რაც უკვე მკაფიოდ ჩანს, არის ის, რომ ამ ყველაფერს საბაბიც აქვს და შორს მიმავალი გეგმებიც გააჩნია, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს.

„ისრაელისგან ირანზე სამხედრო თავდასხმის საბაბი არის ის, რომ თითქოს ირანი ჯიუტად არ ეთანხმება იმ კონსორციუმში გაერთიანებას, რომელშიც შედის საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები და რომელთაც ერთობლივად უნდა ემუშავათ ბირთვულ პროგრამაზე. ანუ, ამ კონსორციუმში შემავალ ქვეყნებს ბირთვულ პროგრამაზე დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება არ ეძლეოდათ, რასაც ირანი ჯიუტად აგრძელებდა.

დღეს დავინახეთ, რომ თავი გამოყო ირანის უკანასკნელი შაჰის შვილმა, პოლიტიკური განცხადება გააკეთა და ირანელ ხალხს აუწყა, რომ ის მზად არის, ამ ქვეყნისა და ერისათვის რთულ პერიოდში, ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგეს და ირანელი ერი გამოიყვანოს იმ ჩიხიდან, რაშიც ათობით წელია იმყოფება, უმკაცრესი სანქციების ქვეშ.

როგორც ჩანს, ირანის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ ის არსენალი, რითაც ისრაელისთვის ჯეროვანი სამხედრო პასუხის გაცემას შეძლებდნენ. ხოლო, ის ფაქტი, რომ დღეს ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ირანის ქუჩებში და თავისი ხელისუფლებისგან ითხოვს, ისრაელს ადეკვატური პასუხი გასცეს, ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციის შესაძლებლობასაც აჩენს, რასაც ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟის გამოჩენაც დაემთხვა. ამ შემთხვევაში კი ირანში არსებული სისტემა თავდაყირა დადგება“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
არქივი