ამირან სალუქვაძე: ახლა ყველა ელოდება ირანის მოქმედებას. ჩემი შეფასებით, როგორც კი ისრაელმა დაიწყო საჰაერო იერიში, ირანის მხრიდან უკვე უნდა მოჰყოლოდა რაიმე პასუხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 13 ივნისი 2025, 19:07

ახლა ყველა ელოდება ირანის მოქმედებას. ჩემი შეფასებით, როგორც კი ისრაელმა დაიწყო საჰაერო იერიში, ირანის მხრიდან უკვე უნდა მოჰყოლოდა რაიმე პასუხი, - განაცხადა განაცხადა „დღის ქრონიკაში“ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ.

მან ისაუბრა, რა სურათის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო რეგიონში კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი კონფლიქტის რისკის გაზრდის შემთხვევაში. მისივე თქმით, თუ მკვეთრი ცვლილებები იქნება, ამას შესაძლოა, ნავთობის ან სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდა მოჰყვეს.

„ასეთი კონფლიქტების დროს ყოველთვის ხდება რყევები ბირჟებზე. შესაძლოა, ფასების ზრდას შემდგომში პირიქით მოჰყვეს ფასების ვარდნა. ამის პროგნოზირება რთულია. მთელი დღეა, თვალს ვადევნებ სხვადასხვა ფინანსური ანალიტიკოსის შეფასებებს და მოლოდინებს. ჯერჯერობით, მკაფიო პროგნოზები არ წამიკითხავს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი და საერთოდ როგორ წარიმართება პროცესები. ირანი რა სიტუაციაში აღმოჩნდება.

ახლა ყველა ელოდება ირანის მოქმედებას. ჩემი შეფასებით, როგორც კი ისრაელმა დაიწყო საჰაერო იერიში, ირანის მხრიდან უკვე უნდა მოჰყოლოდა რაიმე პასუხი. თუმცა, უკვე 12 საათზე მეტი გავიდა, რაც ეს ოპერაცია ჩატარდა ღამით და ვერ ვხედავთ ვერანაირ ქმედებებს. ანუ, შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი, ანუ სარაკეტო, რითაც შეიძლება, ისრაელს უპასუხოს, შესუსტებულია. რამდენად შეინარჩუნებს ირანის ხელისუფლება ძალაუფლებას, შესუსტდება თუ არა, შიგნით რა პროცესები წავა - ამაზე იქნება შემდგომში დამოკიდებული სატრანსპორტო მარშრუტები და ნავთობის მიწოდების მთელი ლოჯისტიკა როგორ იმუშავებს“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „აღმავალი ლომი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებული არიან ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თენგიზ შარმანაშვილი: 2017 წელს კონსტიტუციაშიც დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება. მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია, ახლაც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არსებობს - დამტკიცდა, რომ არსებობს
გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
არქივი