72
13 ივნისი 2025, 23:57

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს.
„მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმის თელ ავივსა და იერუსალიმში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად თელ ავივში არიან დაშავებულები.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |