75
14 ივნისი 2025, 01:11

ისრაელის სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულთაგან ერთი ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო ოთხი ადამიანის - საშუალო სიმძიმის.
ცხრა დაშავებულის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები ან მწვავე შფოთვა აღენიშნებათ.
დაზარალებულები გადაყვანილი არიან ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საავადმყოფოებში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |