53
14 ივნისი 2025, 07:39

ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მორიგი სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიდევ ცხრა ადამიანი დაშავდა. შვიდი ადამიანი თელ ავივშია ჰოსპიტალიზებული. ერთ-ერთ მათგანს საშუალო სიმძიმის, დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა განეიტრალებული რაკეტის ნამსხვრევებისგან.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშვებულთა რიცხვმა 63 შეადგინა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |