ბრიტანეთის საელჩოს ასეულობით ათასი გირვანქა სტერლინგით უნდა დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც საჯაროდ არიან აღიარებულები, რომ მონაწილეობენ ანტისახელმწიფოებრივ აქციებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 14 ივნისი 2025, 15:05
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ბრიტანეთის საელჩოს გრანტების თემას ეხმაურება. მისი შეფასებით, დაფინანსების თემაზე საელჩოს დუმილი ნიშნავს იმას, რომ საელჩო „დიფ სთეითის“ მიზნებშია გარეული.

„რას აფინანსებდა, რა უნდოდა, რომ დაეფინანსებინა ბრიტანეთის საელჩოს ამ თანხებით? ასეულობით ათასი გირვანქა სტერლინგით უნდა დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ, საჯაროდ არიან აღიარებულები, რომ მონაწილეობენ ანტისახელმწიფოებრივ აქციებში. ეს დუმილი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ აღიარებს ბრიტანეთის საელჩოც, რომ სამწუხაროდ, იყო და არის გარეული ჯერჯერობით, „დიფ სთეითის“ და იგივე გლობალური ომის პარტიის მიზნებში საქართველოში არეულობის დაფინანსებისთვის. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ტრამპმა აკრძალა და თქვა, რომ სხვა ქვეყნებში USAID აღარ გადარიცხავს თანხებს შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვისო და ახლა ბრიტანთის საელჩომ მოინდომა ჩანაცვლება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბრიტანეთის საელჩო გრანტებს აუქმებს - „ქრონიკის“ ინფორმაციით, „ტაბულა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კანონის უზენაესობის ცენტრი“ და „საქართველოს მომავლის აკადემია“ წინასაარჩევნო პერიოდში სოლიდურ თანხას ელოდებოდნენ.

რა თანხა დახარჯა ბრიტანეთის საელჩომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, უცნობია. დიპლომატიურ წარმომადგენლობას „ქრონიკამ“ ამ თემაზე კითხვით მიმართა, თუმცა, მეოთხე დღეა, საელჩო დუმს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
არქივი