პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 14 ივნისი 2025, 21:21

საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა მეორე ბრალდებულისთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 13 ივნისს დააკავეს.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თენგიზ შარმანაშვილი: 2017 წელს კონსტიტუციაშიც დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება. მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია, ახლაც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არსებობს - დამტკიცდა, რომ არსებობს
გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
არქივი