დონალდ ტრამპი - პუტინმა დამირეკა, რათა ძალიან თბილად მოელოცა დაბადების დღე, ის, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ ისრაელ-ირანის ომი უნდა დასრულდეს, ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 14 ივნისი 2025, 21:56

თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ირანსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობა განიხილეს.

„პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით დამირეკა, რათა ძალიან თბილად მოელოცა დაბადების დღე, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ესაუბრა ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. ის, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ ეს ომი ისრაელ-ირანს შორის უნდა დასრულდეს, მე ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რუსულ მედიაშიც.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
საგარეო უწყების წარმომადგენელი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: შევთავაზეთ სხვადასხვა მექანიზმი. ერთი იყო საჰაერო და მეორე - საზღვაო გზის გამოყენება. არც ერთ ამ შეთავაზებაზე უკრაინულ მხარეს ჯერ დადებითი პასუხი არ გაუცია
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას მიესალმება
ნომრიანი აგენტები იქნებიან თუ უნომრო, ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები საზოგადოებისგან იქნებიან პოლიტიკურად განდევნილები
არქივი