„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 15 ივნისი 2025, 09:51

აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ჯეიჰუნ ბაირამოვს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ისრაელის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული თავდასხმისა და ამ თავდასხმის საპასუხოდ ირანის მოქმედებების შესახებ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო. მისივე თქმით, არსებული საკითხები უნდა მოგვარდეს დიალოგისა და დიპლომატიის გზით, საერთაშორისო სამართალთან, ნორმებსა და პრინციპებთან შესაბამისობით.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მტკიცედ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ, მათ შორის მეზობელი და მეგობარი ირანის.

ამასთან, ირანის საჰაერო სივრცის დახურვის გათვალისწინებით, ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა უზრუნველყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და ირანისთვის გადასასვლელი გზა თავისი სახმელეთო საზღვრების მეშვეობით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Axios: ტრამპისა და პუტინის სამიტის წინ ევროპელი, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ერთმანეთს დიდ ბრიტანეთში შეხვდებიან
The Wall Street Journal: პუტინი ამბობს, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შეწყვეტს
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
საგარეო უწყების წარმომადგენელი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: შევთავაზეთ სხვადასხვა მექანიზმი. ერთი იყო საჰაერო და მეორე - საზღვაო გზის გამოყენება. არც ერთ ამ შეთავაზებაზე უკრაინულ მხარეს ჯერ დადებითი პასუხი არ გაუცია
არქივი