ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 15 ივნისი 2025, 14:41

ისრაელის მთავრობის განცხადებით, ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულია, სულ მცირე, 380 ადამიანი, რომელთაგან ცხრა კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი