ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის - ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 15 ივნისი 2025, 16:46

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის.

„ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის - ქალების, ბავშვების - მკვლელობისთვის, რომელიც მან განზრახ განახორციელა. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დაუძლეველი ძალით დავარტყამთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ბათ-იამში, სადაც ის ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილს ეწვია.

მისი თქმით, ისრაელი ეგზისტენციალურ ბრძოლაში იმყოფება.

„დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს ისრაელის ქალაქებზე ჩამოსაგდებად ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს 20 000 ასეთი რაკეტა რომ ჰქონდეს - არა ერთი, არამედ 20 000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გადარჩენის ომი. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცის ზემოთ არიან“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ სარაკეტო იერიშის დროს შიდა ფრონტის სარდლობის მითითებები გაითვალისწინონ.

„ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელის ქალაქ ბათ-იამზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები სამ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
არქივი