71
15 ივნისი 2025, 22:53

ირანმა ისრაელზე რეკეტებითა და უპილტოო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა.
როგორც ისრაელში აცხადებენ, სასწრაფო დახმარების სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ჰაიფაში ერთ-ერთ დასახლებულ ადგილას რაკეტა ჩამოვარდა. დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი უკვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
„ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, გაერიდოს სახიფათო ადგილებს და დაემორჩილოს ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს“, – აცხადებენ პოლიციაში.
საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ხმა ასევე ისმის თელ ავივში. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად ადგილზე მუშაობს თავდაცვითი სისტემები.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |