ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 20 ივნისი 2025, 20:43

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს, არტურ გებალს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-პოლონეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებას და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.

„ნიკოლოზ სამხარაძემ პოლონელ დიპლომატთან შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასა და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
საგარეო უწყების წარმომადგენელი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: შევთავაზეთ სხვადასხვა მექანიზმი. ერთი იყო საჰაერო და მეორე - საზღვაო გზის გამოყენება. არც ერთ ამ შეთავაზებაზე უკრაინულ მხარეს ჯერ დადებითი პასუხი არ გაუცია
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას მიესალმება
ნომრიანი აგენტები იქნებიან თუ უნომრო, ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები საზოგადოებისგან იქნებიან პოლიტიკურად განდევნილები
არქივი