მეუფე შიო: გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 21 ივნისი 2025, 16:18
დღეს გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი, - განაცხადა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ.

„ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლები მოვისმინეთ. შეიძლება ითქვას, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი როგორც ჩვენი უცხოელი სტუმრებისა და მრჩევლებისა, ასევე ჩვენი ქართველი მეცნიერებისა (ეს უდავოდ ასეა. ჩვენ ვიცით, რომ ეს სახელმოხვეჭილი და დიდებული მეცნიერები ბრძანდებიან), მაგრამ განსაკუთრებით გვახარებს, რომ გამოჩნდა მათი საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი.

ძვირფასო მეცნიერებო, გამომსვლელებო, დღეს გვიჩვენეთ მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დიდი მეცნიერი, დიდი პროფესიონალი და ცოდნა, შერწყმული საქმისადმი დიდ სიყვარულთან. ეს არის დიდი მაგალითი ჩვენთვის, ყველასთვის, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის.

ბატონმა დავითმა ბრძანა კრიზისზე და მინდა, ახლა თქვენი პათოსი გავაგრძელო. მართლაც ასეა, კრიზისიდან გამოსვლის დიდი მაგალითი უკვე ჩნდება და ჩანს, მაგრამ აქ ასევე არაერთხელ გაჟღერდა პაციენტისა და მკურნალის მაგალითი, როგორც გელათის ძეგლისა. საერთოდ, ასე ვთქვათ, დაზიანებული ძეგლის მეტაფორა, როგორც პაციენტისა.

ჩემი დღევანდელი გამოსვლის დასაწყისში ვთქვი, რომ აუცილებლად დავრწმუნდებით, რა დიდი შრომა ჩაიდო და რამდენი რამ გაკეთდა ამ ორ წელიწადში. მგონი, სავსებით დავრწმუნდით ყველანი ამაში და დღევანდელმა დღემ გამოაჩინა, რომ ეს ჩვენი ყველაზე სანუკვარი, საყვარელი და ძვირფასი პაცენტი (რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი ექიმისთვის ძვირფასია, მაგრამ არის ხოლმე ისეთი პაციენტი, ან შენი ოჯახის წევრი, ან შენი შვილი, რომელზეც განსაკუთრებით შეგტკივა გული. მე დავინახე ყველა ჩვენგანში ეს დამოკიდებულება), დღეს შეიძლება ვთქვათ, არის საიმედო ექიმების ხელში.

თუ გავაგრძელებთ ასეთი გონიერებით, ასეთი რუდუნებით და ასეთი სიყვარულით ამ პროცესს, ღმერთს ეს უხარია და აუცილებლად შეგვეწევა. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ღვთისმშობელი შეგვეწევა, დავით აღმაშენებელი შეგვეწევა და ჩვენ მოვესწრებით შესანიშნავად და წარმატებით დასრულებას ამ საქმისა, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და კიდევ მრავალ, მრავალ სიკეთეს საქართველოსთვის და ამ ჩვენი საოცარი, დიდი ქართული ისტორიული მემკვიდრეობისთვის“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არქივი