გიორგი სოსიაშვილი მიქაუტაძის დაკავებაზე: ნებისმიერი ადამიანი, მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 21 ივნისი 2025, 16:31
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, სუს-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის, დაკავების ფაქტს ეხმიანება.

გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფო როგორც არასდროს, ისეა დღეს მოწოდების სიმაღლეზე, შესაბამისად ნებისმიერი ადამიანი - ეს იქნება მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ყველა მათგანი არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე და სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გარკვეულ გადაცდომას ჩაიდნენ.

„ჩვენი სახელმწიფო, როგორც არასდროს, ისეა დღეს მოწოდების სიმაღლეზე. საუბარი მაქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შეგრძნებაზე, არამედ საუბარი მაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ მუშაობაზე და ამან ბოლო პერიოდში ჩვენ სრულად დაგვარწმუნა, ნებისმიერი ადამიანი - ეს იქნება მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ყველა მათგანი არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე, ამიტომ სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცდომას ჩაიდენენ, ამ შემთხვევაში არავინ არ არის გამონაკლისი.“-განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არქივი