ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა, აჩვენა, რომ თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის წოდებას იმსახურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 22 ივნისი 2025, 09:15

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა. თავისი თამამი გადაწყვეტილებით, დაარტყას ირანის ბირთვულ ობიექტებს, მან აჩვენა, რომ იმსახურებს თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის წოდებას. ის მარადიულად ემახსოვრებათ როგორც ებრაელი ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს ნამდვილი მეგობარი“, – აღნიშნავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გიდეონ საარი ასევე შეეხო 13 ივნისს ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაზე და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის მოსახლეობის განადგურების საფრთხე აღმოფხვრა. მისი თქმით, ამ თამამ ისტორიულ ნაბიჯს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობდა, რომელმაც თვალსაჩინო ლიდერობა აჩვენა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი