შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 22 ივნისი 2025, 11:26

შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

გელა გელაძემ საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე მიიღო ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია. გელა გელაძე თანამშრომლებს გაესაუბრა და მათი სამუშაო სივრცეები, ტექნიკა,ასევე, აღჭურვილობა დაათვალიერა.

მინისტრი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც მესაზღვრე-კონტროლიორებს, ასევე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.

აჭარის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები – ალექსანდრე დარახველიძე, მარიამ ტაბატაძე, შალვა თადუმაძე და გიორგი ბუთხუზი.

შეხვედრების ფარგლებში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველსაყოფად სრულ მზადყოფნაშია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
არქივი