ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსები ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 23 ივნისი 2025, 00:11

გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსები ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, მან მოისმინა უკრაინის დაზვერვის უფროსის, კირილ ბუდანოვის ანგარიში და ბევრი დეტალი რუსეთში არსებული ვითარებისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიის შესახებ.

"ჩვენ ვიცით აგრესორი სახელმწიფოს ძირითადი დაუცველობები და შესაბამის დარტყმას მივაღწევთ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად, ასევე, რუსეთის აგრესიის უნარის მნიშვნელოვნად შესამცირებლად.

ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის ხელმძღვანელობაში ინტელექტუალური დაცემის მუდმივ ტენდენციას და გვაქვს მტკიცებულებები, რომ ისინი ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ" - წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, უკრაინა ასევე ხედავს რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზე სანქციებით მიყენებულ ძალიან ხელშესახებ ზიანს, რაც ადასტურებს უკრაინის კურსის სისწორეს, რომელიც რუსეთს ომის დასრულებას სანქციების გამკაცრებითა და ზეწოლის სხვა ფორმებით აიძულებს.

"ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვაცნობებთ ჩვენი დაზვერვის სამსახურების მიერ მოპოვებული ფაქტების შესახებ. ჩვენ ვამზადებთ თავდაცვის ერთობლივ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირთან. მადლობას ვუხდი ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
უკრაინული მედია: უკრაინა უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან რუსული გაზის იმპორტს ზრდის
არქივი