ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან კონსულტაციებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 23 ივნისი 2025, 09:48

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სერიოზულ და მნიშვნელოვან დისკუსიებს გამართავს. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან კონსულტაციებს.

„ამჟამინდელ ახალ სახიფათო ვითარებაში, როდესაც მსოფლიო წესრიგი რეალურად საფრთხის ქვეშაა, რუსეთთან ჩვენს კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონდეს. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთთან პოზიციების კოორდინაციას“,- აღნიშნა არაღჩიმ მოსკოვში ვიზიტის დროს.

შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს, შეხვდეს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებს და მოლაპარაკებები გამართოს აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არადიპლომატიური საქციელის ელჩებს შორის, ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი. არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, მიუხედავად ამისა ბატონი პეტერი ბინას „ლელოს“ ლიდერის მეუღლეისგან ქირაობს
ლაშა აბაშიძე ახალქალაქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას გაეცნო და ჩინეთიდან ჩამოსულ მატარებელს დახვდა
ანი წითლიძე - ჩვენი კონკრეტული გეგმა არის წინააღმდეგობა და ბრძოლა, ხელისუფლებას როცა მიტაცებული აქვს არჩევნები, ხალხს აქვს უფლება, მშვიდობიანი წინააღმდეგობით რეჟიმი ჩამოშალოს
ირაკლი ქადაგიშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე: პირადი წარუმატებლობა უნდათ, რომ საქართველოს გადააბრალონ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ხდება ნათელი, რომ ეს ტყუილია მათი მხრიდან
აბიტურიენტებისათვის 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
არქივი