ირაკლი კობახიძე: კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 23 ივნისი 2025, 12:12

ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რომეო მიქაუტაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანა ევროპის სამეულში შევიდეს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და ამ კუთხით, ხელისუფლებაში ბევრი ცვლილება განხორციელდა.

„კონკრეტულის საქმის დეტალებში მე ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და ისინი შეისწავლიან ასეთ საკითხებს, ისინი რეაგირებენ ასეთ საკითხებზე. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ამბიციური მიზანი, რომ გვინდა, ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ კუთხით, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობაში, ზოგადად ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად“, - განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, რომელიც რომეო მიქაუტაძის საქმეზე, დაკავებულის ყოფილი ხელმძღვანელების სახით, კახა კალაძისა და ლევან დავითაშვილის გამოკითხვას შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამოძიება უკავშირდება მის საქმიანობას ეკონომიკის სამინისტროში.

„გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი. დეტალებზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ღრმად ეძიება ასეთ საქმეებში, საქმეების ბოლომდე მიყვანაც არის სამართალდამცავი უწყებების საქმე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი