პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 23 ივნისი 2025, 13:09

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს.

გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე ხელმეორედ 16 ივნისს დაიბარეს. გახარია საგამოძიებო კომისიაზე დღეს, 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო.

პარტიამ „ გახარია საქართველოსთვის“ აღნიშნულ საკითხზე გუშინ, 22 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს.

საგამოძიებო კომისიამ უარი განაცხადა გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კოლომბიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი - საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას
სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის მიმართ მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა
არქივი