მამუკა ხაზარაძე პატიმრობის განაჩენზე - ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე! - სამარცხვინო სპექტაკლი დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ბრძოლა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 23 ივნისი 2025, 16:40

ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე! - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში, თანაგუნდელებთან შეხვედრისას, მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლემ მას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მისი თქმით, ყველა პარტიის ყველა ლიდერი არის ციხეში, თუმცა არავის ეგონოს, რომ ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს.

„ეს სამარცხვინო სპექტაკლი ასე დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩემი დაჭერით და ალბათ, ბადრი ჯაფარიძესაც იმავე სასჯელს გამოუტანენ, ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს. გამორიცხულია! სადაც არ უნდა ვიყოთ, საკანში თუ გარეთ ვიქნებით, ეს ბრძოლა გაგრძელდება. მოგიწოდებთ ყველას, სრული მობილიზაცია გააკეთეთ! თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ, თუ ყველა გამოვალთ! ყველა პარტიის ყველა ლიდერი არის ციხეში. ჩვენ გვაქვს დღეს იმის იმედი, რომ საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში დაირაზმება და ამათ გავყრით, დემონტაჟი დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან! ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა - ზურა [ჯაფარიძეს], ნიკასაც [მელიას] და ნიკასაც [გვარამიას]. ახლა სახლში ჯდომა, ხელებისა და ყურების ჩამოყრა არის დანაშაული. ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს! ამის უფლება არ უნდა მივცეთ! თბილისი უნდა დავიბრუნოთ! დავშალოთ რუსული რეჟიმი და ამას გავაკეთებთ აუცილებლად! ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არადიპლომატიური საქციელის ელჩებს შორის, ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი. არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, მიუხედავად ამისა ბატონი პეტერი ბინას „ლელოს“ ლიდერის მეუღლეისგან ქირაობს
ლაშა აბაშიძე ახალქალაქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას გაეცნო და ჩინეთიდან ჩამოსულ მატარებელს დახვდა
ანი წითლიძე - ჩვენი კონკრეტული გეგმა არის წინააღმდეგობა და ბრძოლა, ხელისუფლებას როცა მიტაცებული აქვს არჩევნები, ხალხს აქვს უფლება, მშვიდობიანი წინააღმდეგობით რეჟიმი ჩამოშალოს
ირაკლი ქადაგიშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე: პირადი წარუმატებლობა უნდათ, რომ საქართველოს გადააბრალონ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ხდება ნათელი, რომ ეს ტყუილია მათი მხრიდან
აბიტურიენტებისათვის 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
არქივი