თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ, თუ ყველა გამოვალთ! ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს ციხეში, ზურას, ნიკას და ნიკას დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 23 ივნისი 2025, 16:43

თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ, თუ ყველა გამოვალთ! ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს ციხეში, ზურას, ნიკას და ნიკას დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში თანაგუნდელებთან შეხვედრისას განაცხადა, მას შემდეგ რაც მოსამართლემ მას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი პარტიის დემონტაჟი და დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან!

„მოგიწოდებთ ყველას, სრული მობილიზაცია გააკეთეთ! თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ, თუ ყველა გამოვალთ! ყველა პარტიის ყველა ლიდერი არის ციხეში. ჩვენ გვაქვს დღეს იმის იმედი, რომ საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში დაირაზმება და ამათ გავყრით, დემონტაჟი დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან! ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა - ზურასაც [ჯაფარიძესაც], ნიკასაც [მელიას] და ნიკასაც [გვარამიას]. ახლა სახლში ჯდომა, ხელებისა და ყურების ჩამოყრა არის დანაშაული. ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს! ამის უფლება არ უნდა მივცეთ! თბილისი უნდა დავიბრუნოთ! დავშალოთ რუსული რეჟიმი და ამას გავაკეთებთ აუცილებლად! ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
არქივი