მამუკა მდინარაძე - ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს და შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ - თუ ვინმეს უნდა ციხეში თავის შეფარება იმიტომ, რომ სხვა არაფრის თავი არ აქვთ, რა უნდა ქნა ამ დროს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 23 ივნისი 2025, 20:59

გამოცხადდნენ კომისიაზე? არა. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, არ გამოცხადება დანაშაულია? - კი. ე.ი ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს და მათ შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ , - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მაუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავება.

მდინარაძის თქმით, პოლიტიკური პატიმრობა მაშინ არსებობს, როდესაც ადამიანი უკანონოდ და პოლიტიკური მოტივებით იდევნება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი პროცესი სრულიად არის განსაზღვრული:

„პოლიტიკურია პატიმრობა, როდესაც უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით და მიზნებით იჭერენ ადამიანს. ასეთი მარტივი არცერთი საქმე არ ყოფილა. არ გამოცხადება კანონით ისჯება. არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა? თუ ვინმეს უნდა ციხეში თავის შეფარება იმიტომ, რომ სხვა არაფრის თავი არ აქვთ - არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის. დემონსტრაციულად სახალხოდ ჩაიდინეს დანაშაული, რა უნდა ქნა ამ დროს? ან უნდა თქვა, რომ სახელმწიფო არ არსებობს. სახელმწიფოს ჩამოშლა უნდათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Financial Times: ევროპის საავტომობილო გზები და რკინიგზა რუსეთთან ომისთვის გამოუსადეგარია
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა
გორბის კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს
„ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა - მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს „გორბის“ კვლევაში
გერმანიის "მწვანეთა პარტიის" ახალგაზრდული პარტიის ლიდერი მიანიშნებს, რომ შესაძლოა "ალტერნატივა გერმანიის" პარტიის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობა გახდეს აუცილებელი
არქივი